loader

ვალერი ლიპარტელიანის გადამწყვეტი ბრძოლა ოქროს მედლისთვის და მწარე მარცხი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვალერი ლიპარტელიანის გადამწყვეტი ბრძოლა ოქროს მედლისთვის და მწარე მარცხი

10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა (-90) საქართველოს პირველი ვერცხლის, ჯამში კი, მეორე მედალი მოუტანა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ბრინჯაო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73) დაისაკუთრა.

გადამწყვეტ შეხვედრაში 27 წლის ქართველი ძიუდოისტი იაპონელ მიშუ ბაკერს დაუპირისპირდა და იუკოთი დამარცხდა.

ვალერიმ ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთკორეელი დონჰან გვაკი ორჯერ ვაზარზე დააგდო, მეოთხედფინალში კი მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი გაფრთხილებებით დაამარცხა.

სასტარტო შეხვედრებში ლიპარტელიანმა ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი და ნაურუელი ოვინი უერა შებოჭა.

ხვალ, 11 აგვისტოს, ქართველ ძიუდოისტთაგან მედლისთვის ბექა ღვინიაშვილი 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში იბრძოლებს.

ასევე იხილეთ: "გენაცვალე, ლიპო, შენ შემოგევლე, შენ!" - ვალერი ლიპარტელიანი ბრწყინვალე ილეთით ფინალშია