loader

ირლანდიელი მოკრივის ჟესტი მსაჯებისადმი რიოს ოლიმპიადაზე მას შემდეგ, რაც მათ გამარჯვებულად რუსი გამოაცხადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირლანდიელი მოკრივის ჟესტი მსაჯებისადმი რიოს ოლიმპიადაზე მას შემდეგ, რაც მათ გამარჯვებულად რუსი გამოაცხადეს

რიოს ოლიმპიადაზე კრივში მეოთხედფინალური მატჩის დროს ერთმანეთს ირლანდიელი სპორტსმენი მაიკლ კონლანი და რუსი ვლადიმირ ნიკიტინი დაუპირისპირდნენ. მსაჯებმა გამარჯვებულად ნიკიტინი გამოაცხადეს, რამაც ძალიან აღაშფოთა ირლანდიელი სპორტსმენი და მათ შუა თითი უჩვენა, კომენტარის დროს კი გინება არ დაიშურა AIBA-ს (კრივის საერთაშორისო ასოციაცია) მიმართ.

"აქ ოლიმპიური ოქროს მედლისთვის მოვედი, ჩემი ოცნებები დამსხვრეულია. წინ კიდევ დიდი კარიერა მელის. ხოლო ესენი თაღლითები არიან და ყველამ იცის", - განაცხადა ირლანდიელმა მოკრივემ.