loader

ყველაზე მძაფრი და ემოციური წუთები - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება რიოს ოლიმპიადაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე მძაფრი და ემოციური წუთები - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება რიოს ოლიმპიადაზე

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. რიოს ოლიმპიადის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა. ეს საქართველოს დელეგაციისთვის მეორე ოქროს მედალია, მთლიანობაში კი - მეექვსე მედალი. საქართველოს ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოუტანეს, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ხოლო ბრინჯაოს მედლები - ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დღევანდელ შეჯიბრში ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო. პირველ ორთაბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ყაზახი ნურისლამ სანაევი დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი და ნახევარფინალში ვლადიმირ დუბოვი.

ასევე: ოქროს მედლის გემო და დარბაზში ნასროლი საჩუქარი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დაუვიწყარი წუთები

Georgia’s Vladimer Khinchegashvili wins Olympic gold in freestyle wrestling