loader

ელიზბარ ოდიკაძის მძიმე მარცხი და გულშემატკივრის განწირული შეძახილები წაგებისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელიზბარ ოდიკაძის მძიმე მარცხი და გულშემატკივრის განწირული შეძახილები წაგებისას

21 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97) რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ოდიკაძე რუმინეთის სახელით მოასპარეზე ალბერტ სარიტოვს შეხვდა და ანგარიშით 0:10 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ოდიკაძე ამერიკელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ფრედერიკ კაილ სნაიდერს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:9 დამარცხდა.

მანამდე მეოთხედფინალში ოდიკაძე ყახაზეთის წარმომადგენელ მამედ იბრაგიმოვს შეხვდა და ანგარიშით 6:1 მოუგო.

მერვედფინალში კი სომხეთის სახელით მოასპარეზე გიორგი კეტოევს შეხვდა და ანგარიშით 8:1 დაამარცხა.

სამწუხაროდ, რეპეშაჟში ვერ გადავიდა ზურაბ იაკობიშვილი (65) და მედლის გარეშე დარჩა.

ამით ქართველმა სპორტსმენებმა რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ჯამში 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრი, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

www.sportall.ge