loader

"დინამოს" ფეხბურთელებმა თამაშის დროს ერთმანეთს დასცხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დინამოს" ფეხბურთელებმა თამაშის დროს ერთმანეთს დასცხეს

უმაღლესი ლიგის მე-9 ტურში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა გიორგი პაპუნაშვილმა და რენე ფერეირამ წითელი ბარათები ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ მიიღეს.

"დინამო" ამ ტურში ლანჩხუთის "გურიას" ესტუმრა და ანგარიშით 2:0 დამაარცხა. მატჩის 45-ე წუთზე, ლანჩხუთელთა შეტევის დროს, პაპუნაშვილმა და რენემ ერთმანეთში ჩხუბი დაიწყეს, რასაც მსაჯის მხრიდან წითელი ბარათის ჩვენება მოყვა.

ამ გამარჯვებით "დინამოს" 13 ქულა დაუგროვდა და "თეთრ ჯგუფში" მეორეზეა.