loader

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უზბეკეთთან ფრე ითამაშა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უზბეკეთთან ფრე ითამაშა

23 იანვარს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დუბაიში შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი უზბეკეთის ნაკრებთან ჩაატარა და ფრეს დასჯერდა 2:2.

THE SEVENS STADIUM-ზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში უზბეკებმა პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა 69-ე წუთზე თეიმურაზ შონიას გოლით გაათანაბრეს, 77-ზე კი საბა ლობჟანიძემ საქართველოს ნაკრები დააწინაურა კიდეც. თუმცა, სამწუხაროდ, აქედან ერთ წუთში უზბეკებმა კვლავ შეძლეს როინ კვასხვაძის კარის აღება.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა - ფრე 2:2.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:

როინ კვასხვაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით ხოჭოლავა, საბა ლობჟანიძე (82, გიორგი ხარაიშვილი), ბაჩანა არაბული (57, ლაშა პარუნაშვილი), ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი (89, გიორგი პაპუნაშვილი), ბექა ტუღუში (70, ლადო დვალიშვილი), ლაშა შერგელაშვილი (89, ჯიმი ტაბიძე), გიორგი რეხვიაშვილი, თეიმურაზ შონია (83, ოლეგ მამასახლისი).

საქართველოს ნაკრები დუბაიში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას იორდანიის ეროვნულ გუნდთან, 25 იანვარს ჩაატარებს.