loader

აღტაცებული რუსი კომენტატორები ქართველი მოციგურავის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აღტაცებული რუსი კომენტატორები ქართველი მოციგურავის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლისას

ჩეხეთში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მამაკაცებს შორის საქართველოს სახელით მორის ყვითელაშვილი გამოდის. აღსანიშნავია, რომ მორისი რუსეთის სახელით გამოდიოდა წარსულში, თუმცა 2016 წლიდან მან გადაწყვიტა, რომ საქართველოს სახელით გამოსულიყო. მისი მწვრთნელი ეთერი თუთბერიძეა, რომელიც იულია ლიპნიცკაიას მწვრთნელი იყო, ახლა კი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს, ევგენია მედვედევას ხელმძღვანელობს. მორისი მოკლე პროგრამით კარგად გამოვიდა. მან პატარა შეცდომა დაუშვა და ცოტა ქულა დაკარგა, თუმცა საბოლოო ჯამში 76.85 ქულით სიის სათავეში მოექცა და ჯერჯერობით პირველ ადგილს იკავებს. წინ კიდევ 10 ძლიერი მოციგურავე არის გამოსასვლელი. სულ ევროპის ჩემპიონატზე 36 მოციგურავე იღებს მონაწილეობას.