loader

ყოფილმა ფეხბურთელმა აარონ ერნანდესმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყოფილმა ფეხბურთელმა აარონ ერნანდესმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

"ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, აარონ ერნანდესმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჯერკიდევ ცოცხალი 27 წლის სპორტსმენი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელმა შუა ღამის შემოვლის დროს აღმოაჩინა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ერნანდესი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ორი წლის წინ მასაჩუსეტსის შტატის სასამართლომ ყოფილ ფეხბურთელს სამუდამო პატიმრობა არაპროფესიონალი ფეხბურთელის ოდინ ლოიდის მკვლელობისთვის და იარაღის უკანონო შენახვისთვის მიუსაჯა.
ერნანდესი "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის" შემადგენლობაში თამაშობდა და ეროვნული საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იყო.