loader

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს. Sportall.ge-ს ინფორმაციით, ქართველი მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ამჟამად ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში მკურნალობს.

არსებული ინფორმაციით, ორი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში დათუნაშვილს უცნობ პირებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

როგორც "პალიტრავიდეოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.