loader

ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონობა საქართველოს დროშით იზეიმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონობა საქართველოს დროშით იზეიმა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდმა მოსკოვის "სპარტაკმა", რომელმაც ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდა, 17 მაისს, პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე ანგარიშით 3:0 დაამარცხა გროზნოს "ტერეკი". საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე მოსკოვური კლუბის ფანები შეცვივდნენ და საჩემპიონო ზეიმიც დაიწყო...

"სპარტაკმა" რუსეთის ჩემპიონობა ბოლო 16 წლის მანძილზე პირველად მოიპოვა. საჩემპიონო თასის აღმართვასა თუ შამპანურით "წუწაობაში", ჯანო ყველგან საქართველოს დროშით ჩნდებოდა და ხაზს უსვამდა თავის პატრიოტიზმს.

თავის დროზე ჯანომ "როსტოვის" შემადგენლობაში რუსეთის თასის (2013/14 წლების სეზონი) მოგებაც ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნა.

www.sportall.ge