loader

"ბორჯღალოსნების" გამარჯვება კანადასთან და კვირიკაშვილის ტრიუმფი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბორჯღალოსნების" გამარჯვება კანადასთან და კვირიკაშვილის ტრიუმფი

კალგარის "რაგბი პარკზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა ტესტ-მატჩი გამართა კანადის გუნდთან 13:0 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმოს წყალობით 3:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში კიდევ ერთი ჯარიმით კვირიკაშვილმა ანგარიში 6:0 გახადა, შემდეგ კი ზედიზედ ორი საჯარიმო ააცილა.

მატჩის მიწურულს კანადელთა შეცდომა ისევ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა, რომელმაც ლელო გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 13:0.

ეს ივნისის ტესტების პირველი მატჩი იყო. მილტონ ჰეიგის გუნდი 18 ივნისს აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდება ატლანტაში, ხოლო 24 ივნისს არგენტინას ქალაქ ხუხუიში ესტუმრება.

www.sportall.ge