loader

ზაზა ფაჩულიას მოედანზე ჩხუბის სხვა რაკურსი, რომელშიც ჩანს, რომ ზაზამ მეტოქეს ხელი საზარდულში ამოარტყა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზაზა ფაჩულიას მოედანზე ჩხუბის სხვა რაკურსი, რომელშიც ჩანს, რომ ზაზამ მეტოქეს ხელი საზარდულში ამოარტყა

ამერიკული მედიის ინფორმაციით, NBA-ს ხელმძღვანელობამ ფინალური სერიის მე-4 მატჩის (რომელიც "კლივლენდმა" 137:116 მოიგო) ოთხი ინციდენტი გამოსაძიებლად შეარჩია.

როგორც იუწყებიან, არც ერთი ეპიზოდი არ არის სერიოზული, გარდა ზაზა ფაჩულიასა და იმან შამპერტის ორთაბრძოლისა. წაქცეულმა ზაზამ მეტოქეს ხელი საზარდულში ამოარტყა. ამისთვის ფაჩულიამ მაშინვე მიიღო ტექნიკური ფოლი.

ამერიკული მედია ერთ რამეში თანხმდება - დიდი ალბათობით, ზაზა ფაჩულიას ამ მოქმედებისთვის დამატებით დისკვალიფიკაციით არ დასჯიან და ის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში ითამაშებს.

მატჩი ოკლენდში თბილისის დროით 13 ივნისს, დილის 05:00 სთ-ზე დაიწყება. "გოლდენ სტეიტი" სერიაში 3:1-ს უგებს "კლივლენდ კავალიერსს".