loader

დაპირისპირება, რის შემდეგაც თეოდორა კახიანი ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება, რის შემდეგაც თეოდორა კახიანი ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს დედაქალაქში დღეს, 12 ივნისს, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც 17 ივნისამდე გასტანს.

ჩემპიონატის პირველივე დღეს ქართველებმა ოქროს მედალი მოიპოვეს. ეს მოფარიკავე თეოდორა კახიანმა მოახერხა, რომელმაც ნახევარფინალური შეხვედრა უნგრელ ლიზა პუსტალს 15:12 მოუგო, ფინალში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იტალიელი როზელა გრეგორიო ანგარიშით 15:8 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი მიიღებს.