loader

როგორი ემოციით დახვდნენ ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრები თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი ემოციით დახვდნენ ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრები თბილისში

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და Golden State Warriors-ის კალათბურთელი ზაზა ფაჩულია საქართველოში NBA-საჩემპიონო თასით ჩამოვიდა. ზაზა ფაჩულიას კლუბმა გასულ სეზონში NBA-ს ჩემპიონობა მოიპოვა.

ფაჩულიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. ზაზა ფაჩულიამ მათ ავტოგრაფებიც მისცა. როგორც ქართველმა კალათბურთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ძალიან საამაყოა ამ თასით საქართველოში ჩამოსვლა.

”ამ დღეს დიდი ხანი ველოდი. ველოდი იმ მომენტის მერე, რაც დამსახურებულად გავიმარჯვეთ. სულ სხვა გრძნობა და ემოციაა, როცა შენს ხალხს უზიარებ ამ სიხარულს და ემოციას. ძალიან ბედნიერი ვარ ამ დღით და ბედნიერი ვარ, რომ ეს ბედნიერი დღე გამითენდა. ეს თასი, როგორც შეგპირდით, რამდენიმე დღე საქართველოში იქნება, ის საქართველოსია, ყველა თქვენგანისაა და შეუძლია ყველამ იამაყოს მისით. ამ ტიტულს ჩვენ ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს მთელი ცხოვრების განმავლობაში”, - განაცხადა ფაჩულიამ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ზაზა ფაჩულიას ერთ-ერთი მასპინძელი „თიბისი ბანკია“. ქართველი კალათბურთელი პროექტების „სტარტაპერის“ და „ბიზნესდაჯილდოების“ მონაწილეებს შეხვდება და მათ საკუთარი წარმატების ისტორიას გაუზიარებს.

ავტორი: ლექსო ნაბახტეველი