loader

"გმირი ხარ იმიტომ, რომ 10 წელია მიძლებ" - ზაზა ფაჩულიას ემოციური მიმართვა მეუღლისადმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გმირი ხარ იმიტომ, რომ 10 წელია მიძლებ" - ზაზა ფაჩულიას ემოციური მიმართვა მეუღლისადმი

სპორტის სასახლეში ზაზა ფაჩულიასადმი მიძღვნილი ღონისძიება და ქართველი გულშემატკივრებისთვის NBA-ის თაისის ოფიციალური წარდგენის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ესწრებიან. ღონისძიებაზე საკალათბურთო ილეთებით გაფორმებული შოუ გაიმართა.

შეკრებილ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა. სპორტსმენის თქმით, ქართველი გულშემატკივრის თანადგომა მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.

ღონისძიების დაწყებამდე ზაზა ფაჩულია საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

NBA-ის თასი ზაზა ფაჩულიამ საქართველოში გუშინ ჩამოიტანა.