loader

მსოფლიოს ჩემპიონატი: პეტრიაშვილის ოქრო, ხინჩეგაშვილის ბრინჯაო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოს ჩემპიონატი: პეტრიაშვილის ოქრო, ხინჩეგაშვილის ბრინჯაო

25 აგვისტოს, პარიზში დაწყებულ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ჩემპიონი მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაო კი 61 კგ–მდე წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაისაკუთრა.
პეტრიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში თურქთა ტიტულოვან ფალავანს ტაჰა აკგულს მოუგო უაღრესად დაძაბული

შეხვედრა მოუგო - 10-8. ნახევარფინალში გენომ სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძეს დიდი უპირატესობით სძლია, მანამდე კი კანადელი კორეი ჯარვისი და რუსი ანზორ ხიზრიევი დაამარცხა იოლად.
ხინჩეგაშვილმა, რომელიც ახალ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა, საწყისი ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/4-ფინალში რუს გაჯიმურად რაშიდოვთან წააგო.