loader

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიასთან თამაში ფრედ დაასრულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიასთან თამაში ფრედ დაასრულა

მსოფლიო ეტაპის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიასთან ფრედ ითამაშა. მე-7 ტურის შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა. შეხვედრაში ანგარიში მატჩის მეოთხე წუთზე ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა დაფმა გახსნა, ანგარიში კი 34-ე წუთზე ჯანო ანანიძის პასით ვალერი ყაზაიშვილმა გაათანაბრა. დღევანდელი ფრის შემდეგ საქართველოს ნაკრები 7 მატჩში მოპოვებული 4 ქულით ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე გამარჯვება არ მოუპოვებია. შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 5 სექტემბერს, ავსტრიაში მასპინძელ გუნდთან გამართავენ.