loader

22 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურებისათვის ბრაზილიელ ფეხბურთელ რობინიოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

22 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურებისათვის ბრაზილიელ ფეხბურთელ რობინიოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

"რეალის", "მანჩესტერ სიტისა" და "მილანის" ყოფილ თავდამსხმელს, 33 წლის რობინიოს, რომელიც ამჟამად "ატლეტიკო მინეიროში" თამაშობს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ინციდენტი 2013 წლის 22 იანვარს, მილანის ერთ-ერთ დისკოთეკაზე მოხდა, სადაც ფეხბურთელმა 5 სხვა პირთან ერთად 22 წლის ალბანელი გოგონა გააუპატიურა.

თუმცა, რობინიოს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტოს და სანამ სააპელაციო პროცესი არ დასრულდება, განაჩენი ძალაში ვერ შევა.