loader

12 მედლიდან 9 რუსებს - მოსკოვში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

12 მედლიდან 9 რუსებს - მოსკოვში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

მოსკოვში გამართულ ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე რუსმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და 12-დან 9 მედალი დაისაკუთრეს.
მათ სპორტულ წყვილთა შორის შეჯიბრებაში სამივე მედალი მოიპოვეს. ამასთან, ევგენია ტარასოვა და ვლადიმირ მოროზოვი ევროპის ჩემპიონები გახდნენ. თავის მხრივ, 15 წლის ალინა ზაგიტოვამ ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. ეს მისი პირველი ოქროს მედალია ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონი ევგენია მედვედევა, ხოლო ბრინჯაო იტალიელ ფიგურისტ კაროლინა კოსტნერს დარჩა.
საცეკვაო დუეტებში ოქრო ფრანგებმა: გაბრიელე პაპადაკისმა და გიიომ სიზერონემ მოიპოვეს, ხოლო მამაკაცთა შორის პირველი 6 გზის ევროპის ჩემპიონი ხავიერ ფერნანდესი გახდა.