loader

რუსმა გულშემატკივრებმა ბილბაოში სისხლიანი დღე მოაწყვეს: გარდაცვლილია ერთი პოლიციელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსმა გულშემატკივრებმა ბილბაოში სისხლიანი დღე მოაწყვეს: გარდაცვლილია ერთი პოლიციელი

ესპანეთის ქალაქ ბილბაოში, სტადიონზე, საფეხბურთო მატჩამდე მომხდარ შეტაკებას პოლიციელი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება საფეხბურთო გუნდების - მოსკოვის "სპარტაკისა" და ადგილობრივი "ატლეტიკის" გულშემატკივრებს შორის მოხდა.

გამოცემა "ელ მუნდოს" ცნობით, პროვოცირება რუსეთის გუნდის გულშემატკივრებმა მოახდინეს. მათ მოწინააღმდეგე გუნდის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც საბოლოოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შეტაკება თამაშის დაწყებამდე მოხდა. დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.