loader

საქართველო ევროპის ჩემპიონია! - როგორ იზეიმეს მორაგბეებმა გამარჯვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო ევროპის ჩემპიონია! - როგორ იზეიმეს მორაგბეებმა გამარჯვება

საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ფინალში დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთი 8:3 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

მე-8 წუთზე უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ლელო დადეს, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. შემდეგ ფრანგებმა ჯარიმა გაიტანეს და პირველი ტაიმი 5:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში სტუმართა გუნდმა ჯარიმის რეალიზაცია ვერ შეძლო, სამაგიეროდ ჩვენმა გუნდმა მოახერხა, 8:3 მოიგო და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გახდა.