loader

"ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალური წყვილები ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

დღეს, 13 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია)-მადრიდის "რეალი" (ესპანეთი)
"ლივერპული" (ინგლისი)-"რომა" (იტალია)

მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" შორის გამარჯვებული ფინალში ნომინალური მასპინძელი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 24/25 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხოები 1/2 მაისს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს 26 მაისს კიევის "ოლიმპიისკის" სტადიონი უმასპინძლებს.