loader

"დღეს ყველამ იცის, რომ "ტოჩინოშინის ჯოოჯიადან" ვარ!" - ტოჩინოშინმა იაპონელებს საქართველო გააცნო, ექსკლუზიური კადრები ტოკიოდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ყველამ იცის, რომ "ტოჩინოშინის ჯოოჯიადან" ვარ!" - ტოჩინოშინმა იაპონელებს საქართველო გააცნო, ექსკლუზიური კადრები ტოკიოდან

ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ჩემპიონის ტიტული ვერ მოიპოვა, თუმცა ქართველმა სუმოისტმა იაპონიას საქართველო ყველა ელჩზე კარგად გააცნო. აქამდე იაპონელები საქართველოს "ჯოოჯიად" მოიხსენიებდნენ, დღეს კი უკვე იციან, რომ ეს ტოჩინოშინისა და ღვინის სამშობლოა.

ჩემი მეგობარი სოფო გოგოლაძე, რომელიც იაპონიაში ცხოვრობს, ამ ფაქტის შესახებ მიყვება.

სოფოს თქმით, ლევანის გამოსვლას ბოლო ბრძოლის შემდეგ უამრავი ადამიანი ელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტოჩინოშინის გამოსვლა ერთ-ერთი ბოლო იყო, უმრავლესობა დარჩა, რათა ქართველთან ერთად სურათი გადაეღოთ და მისი ავტოგრაფები მიეღოთ.

გოგოლაძე ასევე გვეუბნება, რომ იაპონელებს ლევანი ძალიან უყვართ და დიდ პატივს სცემენ. მის მიმართ უზომოდ დიდი სითბო, სიყვარული და პატივისცემა იგრძნობა.

"მუზეუმში ვიყავი და დედა-შვილი შემხვდა. რომ გაიგეს, "ჯოოჯიადან" ვიყავი, "აა, ტოჩინოშინ" - წამოიძახა ორივემ. ეს არის საოცრება! როცა რამდენიმე თვის წინ უმრავლესობას ამერიკელი ვეგონე, დღეს ყველამ იცის, რომ "ტოჩინოშინის ჯოოჯიადან" ვარ!", - გვიყვება სოფო გოგოლაძე.

ფაქტი ერთია, ლევან გორგაძემ მოახერხა და მისი პატარა სამშობლო იაპონიას გააცნო. ეს ყველაფერი კი ჩემპიონობაც არის და უფრო მეტიც, რისთვისაც მას მხოლოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ.

გთავაზობთ კადრებს, რომელიც გოგოლაძემ ექსკლუზიურად Sportall.ge-სთვის ტოჩინოშინის ნაცუ ბაშოზე ჩატარებული ბოლო ბრძოლის შემდეგ გადაიღო.

ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორი სიყვარული და სითბო იგრძნობა იაპონელი გულშემატკივრის მხრიდან ლევან გორგაძისადმი.

წყარო

ხილეთ ასევე: "ის მარტო ჩემი შვილი არ არის, ის ჩვენი საქართველოს შვილია" - ტოჩინოშინის ოჯახის წევრები ქართველი გოლიათის ბავშვობასა და იაპონურ ცხოვრებაზე გვიყვებიან