loader

მე-5 გამარჯვება მე-5 დღეს - ტოჩინოშინი კვლავ დაუმარცხებელია! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მე-5 გამარჯვება მე-5 დღეს - ტოჩინოშინი კვლავ დაუმარცხებელია!

დღეს, 12 ივლისს, ნაგოია ბაშოს V საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მეხუთე გამარჯვება იზეიმა.

ლევან გორგაძე პირველ მაეგაშირა ექსოძეკ კოტოშოგიკუს შეხვდა, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი 8:24-ზე ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ბაშოზე ტოჩინოშინმა ის უვატენაგეს ილეთით დაამარცხა და წელს ჩატარებული სამი ბრძოლიდან სამივეში დაამარცხა.

ტოჩინოშინმა, ტრადიციულად, მავაშში ჩავლებაზე გააკეთა აქცენტი და ცალი ხელით დაიჭირა, თუმცა კოტოშოგიკუ დიდ წინააღმდეგობას უწევდა, ბოლოს კი ლევან გორგაძე თავისი ფიზიკური უპირატესობით გავიდა ფონს და იორიკირით გადაიყვანა დოჰიოდან.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომოსუბი ტამავაში იქნება, რომელთანაც ქართველ სეკიტორს 15:7-ზე აქვს ბალანსი. მონღოლთან წელს ჩატარებული სამი შეხვედრიდან ქართველმა ორში იმარჯვა და ერთხელ მეტოქე გამოვიდა გამარჯვებული.

ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა ნაცუ ბაშოს გამარჯვებულმა იოკუძუნა კაკურიუმ, რომელიც ნაგოია ბაშოზე ფავორიტად მოიაზრებოდა. აგრეთვე ტრავმის გამო ტურნირს გამოეთიშა მეორე იოკუძუნა ჰაკუჰოც, რაც ტოჩინოშინის იმპერატორის თასის მოპოვების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.