loader

ორი ქართველის ფინალი: ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და ევროპის თასის მფლობელი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი ქართველის ფინალი: ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და ევროპის თასის მფლობელი გახდა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, ძიუდოისტთა „ევროპის ღია თასის" ფინალში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და ევროპის თასის მფლობელი გახდა.

ტურნირის ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილმა კანადელი მოჰაბ ელ ნაჰასი დაამარცხა. ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილს საკმაოდ რთული დაპირისპირება ჰქონდა რუს რომან დონსტოვთან, რომელიც დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

როგორც sportall.ge წერს, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი 90 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტებად განიხილებოდნენ და დიდი ალბათობით ამ გამარჯვებით წამსვლელის ბედი ოფიციალურად გადაწყდა.