loader

მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი ყველის ღვეზელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი ყველის ღვეზელი

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ფქვილი - 250 გრამი, საჭმლის სოდა - 1 ჩაის კოვზი, ხაჭო - 250 გრამი, ნაღების კარაქი - 150 გრამი, შაქარი - 1 ჩაის კოვზი, კვერცხი - 1 ცალი.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ყველი (ნებისმიერი სახის, სურვილისამებრ)  - 200 გრამი, კვერცხი - 1 ცალი, არაჟანი - 1 სუფრის კოვზი, ნიორი - 1 კბილი.

ჯერ მოამზადეთ შიგთავსი. მსხვილ სახეხზე გახეხეთ 200 გრამი ყველი. გახეხილ ყველს დაუმატეთ 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 1 კვერცხი და 1 სუფრის კოვზი არაჟანი, კარგად აურიეთ და შიგთავსი მზად არის.

250 გრამ ფქვილს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა, 1 ჩაის კოვზი შაქარი და აურიეთ. დაამატეთ 250 გრამი ხაჭო, 1 კვერცხი და კვლავ აურიეთ. დაამატეთ 150 გრამი ნაღების კარაქი და მოამზადეთ ცომი.

ცომს ბურთის ფორმა მიეცით, ორ არათანაბარ ნაწილად გაყავით ისე, რომ ერთი ცოტათი პატარა იყოს მეორეზე. პატარა ნაწილი გააბრტყელეთ, გადაიტანეთ ღუმლის ტაფაზე და მომზადებული ყველის შიგთავსი ცომზე თანაბრად გადაანაწილეთ.

ცომის მეორე, უფრო დიდი ნაწილიც გააბრტყელეთ და პირველ ნაწილს ზევიდან გადააფარეთ. გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 190-200 გრადუსზე, დაახლოებით 20 წუთი. გემრიელად მიირთვით!