loader

გემრიელი და სასარგებლო სალათი "ევა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გემრიელი და სასარგებლო სალათი "ევა"

სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ვაშლი - 4 ცალი, ნიახური - 4 ტოტი, ნიგოზი გარჩეული - 12 ცალი, ჭარხალი - 1 ცალი, ხახვი - 1 ცალი, ყველი - 50 გრამი, არაჟანი - 130 გრამი, 1/2 ლიმონის წვენი, მარილი - 1 ჩაის კოვზი, შავი პილპილი - ერთნახევარი ჩაის კოვზი.

4 ვაშლი გაყავით ორ ტოლ ნაწილად და გამოშიგნეთ. მიღებულ ვაშლის ჭიქებს შიგნიდან წაუსვით ლიმონის წვენი.

ვაშლის გული წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ ჯამში, მოასხით სამი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.

არც თუ ისე დიდი ხახვის თვი დაჭერით კუბიკებად და ვაშლის გულს დააყარეთ. იქვე ჩაყარეთ 12 წვრილად დაჭრილი გარჩეული ნიგოზი. ასევე წვრილად დაჭერით ნიახური და ჩაყარეთ ჯამში.

მსხვილ სახეხზე გახეხეთ 50 გრამი ყველი, ერთი პატარა ჭარხალი და ჩაამატეთ ჯამში. მოაყარეთ ერთი ჩაის კოვზი მარილი და ერთნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილი. აურიეთ, დაამატეთ 130 გრამი არაჟანი და კვლავ კარგად აურიეთ.

მომზადებული სალათით ამოავსეთ ვაშლის ჭიქები, მორთეთ ნიახურის ფურცლებით და სუფრაზე მიართვით.