loader

"მადონა" - სურნელოვანი ტორტი გემრიელი საღამოსთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მადონა" - სურნელოვანი ტორტი გემრიელი საღამოსთვის

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: კვერცხი - 4 ცალი, შაქარი 700 გრამი, კარაქი - 3 სუფრის კოვზი, თაფლი - 3 სუფრის კოვზი, სოდა - 3 ჩაის კოვზი, გაზავებული ძმარში, ფქვილი - 500 გრამი.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: კარაქი - 500 გრამი, შედედებული რძე - 800 გრამი.

ჯამში ჩაასხით 4 კვერცხი, დაამატეთ 700 გრამი შაქარი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, 3 სუფრის კოვზი კარაქი, 3 სუფრის კოვზი სოდა, გაზავებული 3 სუფრის კოვზ 5%-იან ძმარში და 45 წუთის განმავლობაში წყლის ორთქლზე მოადუღეთ.

მიღებულ მასას დაამატეთ 500 გრ გაცრილი ფქვილი. თუ ცომი თხელია, შეგიძლიათ ცოტა ფქვილი დაამატოთ.

შეუდექით ფენების გაკეთებას. გაშლილ ქაღალდზე გააკეთეთ რგოლი, დიამეტრით 28 სანტიმეტრი. რგოლის შიგნით ჩადეთ 8 ნაწილად დაყოფილი მომზადებული ცომი. მიეცით ცომს ფორმა და გამოაცხვეთ გაცხელებულ ღუმელში 200 გრადუსზე, დაახლოებით 5-7 წუთი.

შეუდექით კრემის მომზადებას. მიქსერის ჯამში ჩადეთ 500 გრ კარაქი და ათქვიფეთ. დაამატეთ 800 გრ შედედებული რძე. განაგრძეთ თქვეფა მანამ, სანამ კრემი არ გასქელდება.

ფენებიც და კრემიც მზადაა. წაუსვით კრემი ტორტის ფენებს, შემდეგ კი მორთეთ თქვენი ფანტაზიისა და გემოვნების შესაბამისად. გემრიელად მიირთვით!