loader

მოემზადეთ სააღდგომოდ - პასქის რეცეპტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოემზადეთ სააღდგომოდ - პასქის რეცეპტი

ფქვილი - 1 კგ, რძე - 1,5 ჭიქა, კვერცხი - 6 ცალი, კარაქი ან მარგარინი - 300 გრამი, შაქარი - 400 გრამი, მარილი - 3/4 ჩაის კოვზი, საფუარი - 2 სუფრის კოვზი, ქიშმიში - 150 გრამი, ცუკატი - 50 გრამი, ნუში ან თხილი - 100 გრამი, ილი (კარდამონი) - 5-6 გარჩეული ლებანი ან ვანილის შაქარი - 2 პაკეტი.

ჯამში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი საფუარი და ნელ-ნელა დაამატეთ 1,5 ჭიქა თბილი რძე. კარგად აურიეთ. დაამატეთ 500 გრამი ფქვილი და კარგად აურიეთ. შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას. დაელოდეთ მანამ, სანამ მასა არ აფუვდება (დაახლოებით 1,5-2 საათი) და დაიწყეთ პასის ცომის მომზადება. ყველა პროდუქტი, რომელსაც პასქისთვის გამოიყენებთ, თბილი უნდა იყოს.

განაცალკევეთ 6 კვერცხის გული ცილისგან და ცილა ათქვიფეთ. ცალკე ჯამში მოათავსეთ გულები, დაამატეთ 3/4 ჩაის კოვზი მარილი, 5-6 ცალი ილი ან 2 პაკეტი ვანილის შაქარი და 400 გრამი შაქარი. აფუებული მასა გადაიტანეთ დიდ ჯამში, დაამატეთ ათქვეფილი კვერცხის გულები და ხელით კარგად აურიეთ. დაამატეთ 300 გრამი გამდნარი კარაქი ან მარგარინი, კარგად აურიეთ და დაამატეთ ათქვეფილი ცილა. მიღებულ მასას დაამატეთ 500 გრამი ფქვილი და ხელით კარგად მოზილეთ გასქელებამდე.

მიღებული მასა კარგად შეფუთეთ და მოათავსეთ თბილ ადგილას.

ადუღებულ წყალში ჩადეთ 100 გრამი ნუში. 1 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ და ნუშს გააცალეთ კანი. გაფცქვნილ ნუშს დაასხით ცივი წყალი და გასაშრობად ღუმელში რამდენიმე წუთით შედგით.

როდესაც ცომი გაფუვდება (დაახლოებით 1,5-2 საათის შემდეგ), დაამატეთ 150 გრამი გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში, 100 გრამი ნუში და 50 გრამი ცუკატი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ. პასქის ცომი მზადაა.

გაამზადეთ ფორმები, მოათავსეთ მასში მიღებული მასა და ღუმელში 180 გრადუსზე 30-60 წუთი გამოაცხვეთ.