loader

როგორ მოვამზადოთ მარწყვის მურაბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მოვამზადოთ მარწყვის მურაბა

მარწყვის მურაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: მარწყვი - 2,5 კილოგრამი, შაქარი - 2,5 კილოგრამი, ერთი ლიმნისგან გამოწურული წვენი.

წინასწარ მომზადებული 2,5 კილოგრამი შაქრიდან ნახევარი ჩაყარეთ ჯამში, ზევიდან თანაბრად დააყარეთ გარეცხილი 2,5 კილოგრამი მარწყვი, მოაყარეთ დარჩენილი შაქარი და ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ ერთი დღე-ღამე.

მას შემდეგ რაც მარწყვი წვენს გამოყოფს, შედგით ცეცლხზე და მიიყვანეთ დუღილამდე. გამორთეთ გაზი, მოხსენით ქაფი და ისევ ერთი დღე-ღამე დატოვეთ. დროის გასვლის შემდეგ მურაბა კვლავ ცეცხლზე შედგით და იმისათვის, რომ მურაბა შაქრად არ გადაიქცეს და არ დამჟავდეს, ჩაამატეთ ერთი ლიმნისგან გამოწურული წვენი. მიიყვანეთ მურაბა დუღილამდე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, პერიოდულად მოაშორეთ ქაფი.

მურაბის მზაობა შემდეგნაირად შეგიძლიათ გაიგოთ: თეფშზე დაასხით ერთი სუფრის კოვზი მურაბის წვენი, დაელოდით გაციებას და შუაში კოვზით ხაზი გააკეთეთ. თუ მურაბის წვენი არ დაიწყებს შეერთებას, ესე იგი მზად არის.