loader

ზაფხულის ნუგბარი - შოკოლადის ნაყინის რეცეპტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზაფხულის ნუგბარი - შოკოლადის ნაყინის რეცეპტი

გემრიელი ნაყინის მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. ამისთვის მიყევით ინსტრუქციას: 2 ჭიქა რძეს დაასხით 1 ჭიქა ნაღები, დაამატეთ 3/4 ჭიქა შაქარი, დადგით საშუალო ცეცხლზე და დუღილამდე მიიყვანეთ, ამასთან სულ ურიეთ. ჯამში ჩაასხით 5 კვერცხის გული, დაამატეთ 1/4 ჭიქა შაქარი და ათქვიფეთ საშუალო სიჩქარით. ათქვეფილი კვერცხის გულები დაამატეთ იქამდე მომზადებულ მასას. კარგად აურიეთ და მიიყვანეთ დუღილამდე. დაამატეთ ვანილი, 2 სუფრის კოვზი შოკოლადის კარაქი და მომზადებული მასა მოათავსეთ თასში. 2-3 საათით შედგით საყინულეში. ისიამოვნეთ ცხელ ზაფხულში გრილი და მსუბუქი ნუგბარით!