loader

Latte art - ყავის მოხატვის ხელოვნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Latte art - ყავის მოხატვის ხელოვნება

"ლატე არტი" კაპუჩინოს ზედაპირზე სხვადასხვა მოტივისა და ნახატის შექმნაა, რომელიც ყავაში რძის შეყვანის ტექნიკას ეფუძნება. წარმატებული შედეგისთვის მკაცრად უნდა იყოს დაცული რძის და ყავის პროპორცია, მაგრამ ბევრი რამ ბარისტას (ბარმენის აღმნიშვნელი იტალიური ტერმინი) პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

ყავისთვის განკუთვნილი რძე განსაკუთრებული მეთოდით ითქვიფება 65-67 გრადუსზე. საბოლოოდ მიიღება კრემოვანი ქაფი. ყავაში ჩასხმისას, რძის ქაფი სხვადასხვა გამოსახულებას ქმნის ზედაპირზე, ბარისტა კი მკაცრად აკონტროლებს ნახატის შექმნის პროცესს. მნიშვნელოვანია ყავის ხარისხიც - ის მხოლოდ 20-30 წამი უნდა იხარშებოდეს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე