loader

როგორ ავირჩიოთ ძლიერი პაროლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ავირჩიოთ ძლიერი პაროლი

ადამიანები საკუთარი სისტემების დაცვისთვის, ძირითადად, მარტივ პაროლებს ირჩევენ. მაგალითად, საკუთარი სახელისა და გვარის კომბინაციას, დაბადების თარიღს, შინაური ცხოველის ან საყვარელი ადამიანის სახელებს. ასეთი პაროლების "გატეხვა" არამარტო პროფესიონალ ჰაკერს, კომპიუტერულ სისტემებში მცირედით გარკვეულ ადამიანსაც შეუძლია.

იმისთვის, რომ თქვენი პირადი ანგარიშის ან კომპიუტერის უკეთესად დაცვა ისწავლოთ, რჩევას კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპანია Sophos-ის უფროსი კონსულტანტი გრეჰემ კლული მოგცემთ. მისი თქმით, სასურველია, თუ აირჩევთ წინადადებას და პაროლისთვის ყველა სიტყვის პირველ ასოს გამოიყენებთ. ამასთან, შეავსებთ მას სიმბოლოებითა და ციფრებით.

იხილეთ:

ფრთხილად! ასე "იპარავენ" პლასტიკური ბარათების პინ-კოდებს

ჰოლივუდის ვარსკვლავების შიშველი "სელფები" ჰაკერმა ინტერნეტში გაავრცელა