loader

ქაფქაფა ყავა კარგია, მაგრამ თუ მისი სწრაფად გაგრილება გსურთ, პატარა ხრიკს გასწავლით... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქაფქაფა ყავა კარგია, მაგრამ თუ მისი სწრაფად გაგრილება გსურთ, პატარა ხრიკს გასწავლით...

თუ დილა ყავის გარეშე ვერ  წარმოგიდგენიათ, მაშინ ამ სასარგებლო რჩევას დააფასებთ. ახლა აღარ მოგიწევთ ლოდინი, სანამ თქვენი ქაფქაფა ყავა გაცივდება და სიჩქარეში ენას არ დაიწვავთ. ამისთვის, მხოლოდ ყინულის ფორმები, რძე და ყავა დაგჭირდებათ. თუ რძიანი ყავის მოყვარული ხართ, იგი ყინულის ფორმებში ჩაასხით და ჩაყინეთ. ეს გაყინული კუბები დილით ყავის ჭიქაში ჩააგდეთ და აღარ მოგიწევთ ლოდინი, სანამ სითხე გაცივდება. თუ თქვენ მხოლოდ შავ ყავას მიირთმევთ, უბრალოდ, ფორმებში ადუღებული ყავა ჩაასხით, გაყინეთ და დილით მოდუღებულ ყავას დაუმატეთ.