loader

წაბლის გაფცქვნა გეზარებათ? - 3 უმარტივესი მეთოდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წაბლის გაფცქვნა გეზარებათ? - 3 უმარტივესი მეთოდი

წაბლი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მეტად პოპულარული პროდუქტია. არსებობს მისი მომზადების მრავალი მეთოდიც. ჩვენში მას ძირითადად მარილწყალში ხარშავენ. თუმცა, მიუხედავად მომზადების მეთოდისა, ბევრ ჩვენგანს მისი გაფცქვნა ეზარება. ჩვენ გასწავლით როგორ მოამზადოთ წაბლი ისე, რომ მის გაფცქვნაზე აღარ იწვალოთ.

1-ლი მეთოდი:

გასუფთავებულ წაბლს სათითაოდ გაუკეთეთ ჰორიზონტალური ჭრილი დანით, ჩაყარეთ მინის ჭურჭელში. მეორე ასეთივე ჭურჭელში ჩაასხით წყალი და ორივე მათგანი შედგით მიკროტალღურ ღუმელში 4-5 წუთის განმავლობაში. გამოღების შემდეგ წაბლი ჩაყარეთ ქაღალდის პაკეტში და თავი მოუკარით. ამის შემდეგ ის უმარტივესად გაიფცქვნება.

მე-2 მეთოდი:

წაბლს გაუკეთეთ ჯვრის ფორმის ჭრილი, ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით მარილიანი წყალი და დადგით გაზქურაზე 20-25 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ, წაბლი მოათავსეთ შესაბამის ჭურჭელში და შედგით აირღუმელში 220 °-ზე. ღუმელიდან გამოღების შემდეგ შეფუთეთ ტილოში. წაბლი უმარტივესად გაიფცქვნება.

მე -3 მეთოდი:

ტაფაზე დაყარეთ ბლომად მარილი. წაბლს გაუკეთეთ ჰორიზონტალური ჭრილი და დაყარეთ მარილიან ტაფაზე. დადგით გაზქურაზე 20-25 წუთის განმავლობაში. ცეცხლიდან გადმოღების შემდეგ წაბლი შეფუთეთ ტილოში. შედეგად ის მარტივად გაიფცქვნება. შეგიძლიათ წაბლი მოათავსოთ ქაღალდის პაკეტშიც.

გაითვალისწინეთ, რომ წაბლის მომზადების ხანგრძლივობა თითოეული მეთოდის გამოყენებისას დამოკიდებულია თავად წაბლის ჯიშსა და ხარისხზე.