loader

გემრიელი თოვლის გუნდები ნუშით - ნამდვილი საშობაო დესერტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გემრიელი თოვლის გუნდები ნუშით - ნამდვილი საშობაო დესერტი

ათქვიფეთ კარაქი ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ ვანილი და შაქრის პუდრა. გააგრძელეთ თქვეფა.
ცალკე ჯამში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და დაფქული ნუში. აურიეთ კარგად. შეურიეთ ფქვილის მასა კარაქისას და მოზილეთ რბილი ცომი. გააკეთეთ პატარა ბურთები, დაალაგეთ პერგამენტდაფენილ გამოსაცხობ ფორმაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

შემდეგ გადაიტანეთ ბურთები ცხაურზე, გააცივეთ და ამოავლეთ შაქრის პუდრაში.

გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

კარაქი - 1 შეკვრა
ვანილი - 1 ჩ/კ
შაქრის პუდრა - 1 ჭ
ფქვილი - 2 1/2 ჭიქა
მარილი - 1/4 ჩ/კ
დაფქული ნუში - 1/2 ჭიქა
შაქრის პუდრა - გუნდების ამოსავლებად


წყარო: gemrielia.ge