loader

ამის შემდეგ აღარასოდეს გადაყრით ფორთოხლის კანს - უგემრიელესი ცუკატები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამის შემდეგ აღარასოდეს გადაყრით ფორთოხლის კანს - უგემრიელესი ცუკატები

ინგრედიენტები:

1. ფორთოხალი
2. შაქარი
3. წყალი

1. კარგად გარეცხეთ ფორთოხალი. მაქსიმალურად მოაცილეთ თეთრი საფარი, რომ არ გაამწაროს დესერტი.

2. დაჭერით კანი ჩხირებად, ჩაყარეთ წყალში და 2-ჯერ მიიყვანეთ ადუღებამდე.

3. შემდეგ გახსენით 2 ჭიქა შაქარი 2 ჭიქა წყალში და ისე, რომ შეუჩერებლად ურიოთ, დადგით დაბალ ცეცხლზე.

4. ჩაყარეთ ფორთოხლის კანები შაქრის სიროფში და ხარშეთ 30 წუთი. შეამოწმეთ, როცა კანი დარბილდება, გადმოდგით ცეცხლიდან

5. ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. ამოიღეთ ციკატები სიროფიდან, გაწურეთ, ამოავლეთ შაქარში, დაალაგეთ პერგამენტდაფენილ ლითონის ფირფიტაზე და გამოაშრეთ ღუმელში რამდენიმე წუთის განმავლობაში.

ცუკატები შესანიშნავად ინახება თავდახურულ მინის ჭურჭელში და ის არა მხოლოდ უგემრიელესი სასუსნავი იქნება, არამედ ოთახის ინტერიერის მშვენებაც.