loader

"არსებობს უამრავი საბუთი იმისა, რომ ბუნებაში ყოფნა ჯანმრთელობისთვისა და გონებისთვის კარგია" - ექიმებს შეუძლიათ პაციენტებს ბუნებაში ყოფნა დაუნიშნონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არსებობს უამრავი საბუთი იმისა, რომ ბუნებაში ყოფნა ჯანმრთელობისთვისა და გონებისთვის კარგია" - ექიმებს შეუძლიათ პაციენტებს ბუნებაში ყოფნა დაუნიშნონ

შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ შეტლანდისა და შოტლანდიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ექიმებისთის ახალი მითითებები მიეცათ. ახლა შეტლანდში მყოფ ექიმებს შეუძლიათ, რომ პაციენტებს ბუნებაში ყოფნა დაუნიშნონ.

"არსებობს უამრავი საბუთი იმისა, რომ ბუნებაში ყოფნა ჯანმრთელობისთვისა და გონებისთვის კარგია. ჩვენ ამაში დიდი პოტენციალი დავინახეთ და შევიმუშავეთ სპეციალური ბროშურები, რომლებიც ექიმებს დავურიგეთ. ეს მათ დაეხმარებათ, რომ პაციენტებს ბუნებაში ყოფნის მნიშვნელობა აუხსნან. ბროშურაზე ახსნილია, რა დადებით გავლენას ახდენს ბუნებაში ყოფნა ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობაზე. მასზე ასევე დატანილია ლოკაციები, სადაც პაციენტები გასეირნებას და სხვადასხვა ბუნებრივი სანახაობის დათვალიერებას შეძლებენ", - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ავტორი. ყველაფერთან ერთად კარგი ის არის, რომ ბუნება უფასოა და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ შოტლანდიაში მცხოვრებ ადამიანებზე არ ვრცელდება. მსგავსი თერაპია შეგიძლიათ საკუთარ თავსაც დაუნიშნოთ.