loader

ვინ იყო ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს და რას საქმიანობდა ის გარდაცვალებამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს და რას საქმიანობდა ის გარდაცვალებამდე

59 წლის ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი ჟურნალისტი იყო. ხაშოგიმ კარიერა ინგლისურენოვან გაზეთ Saudi gazette-ში დაიწყო. მას შემდეგ არაერთ გაზეთში მუშაობდა და საზოგადოება, როგორც საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტს იცნობდა.

ჯამალ ჰაშოგი გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან მიიჩნევდა, რომ საუდის არაბეთში საფრთხე ემუქრებოდა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა, მასსა და დიპლომატიური უწყების თანამშრომლებს შორის კამათი მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საუდის არაბეთმა ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად აღიარა და მკვლელობად შერაცხა. მომხდართან დაკავშირებით 18 ადამიანია დაკავებული.