loader

8 ნიშანი, რითაც შეგიძლიათ გაიგოთ, გაქვთ თუ არა ანემია და 5 რისკ-ფაქტორი, რამაც ეს დაავადება შეიძლება გამოიწვიოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

8 ნიშანი, რითაც შეგიძლიათ გაიგოთ, გაქვთ თუ არა ანემია და 5 რისკ-ფაქტორი, რამაც ეს დაავადება შეიძლება გამოიწვიოს

ანემია სისხლში ჰემოგლობინის ან ერითროციტების რაოდენობის შემცირებაა. ამის გამო ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო რაოდენობის ჟანგბადი აღარ მიეწოდება. დაავადება ზოგჯერ შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ხოლო ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება: დაღლილობა, ფერმკრთალობა, გახშირებული გულისცემა, თმის ცვენა, დისკომფორტი, თავბრუსხვევა ან კანის სიმშრალე.

ნებისმიერი პროცესი, რომელიც ერითროციტების ნორმალური ცხოვრების რიტმს არღვევს, შესაძლოა ანემიის გამომწვევი მიზეზი გახდეს. დაავადების გამომწვევი რისკ-ფაქტორებია: B12 ვიტამინის დეფიციტი; ვეგეტარიანელების ის კატეგორია, რომელიც არ იღებს ვიტამინებს; ძვლის ტვინის დაავადება; ზოგიერთი მედიკამენტი; გენეტიკური ფაქტორი.