loader

გერმანული სპეცსამსახურის ტოტალური თვალთვალი: რას წარმოადგენდა სინამდვილეში "შტაზი", რომელიც თავზარს სცემდა სოციალიზმის "მტრებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანული სპეცსამსახურის ტოტალური თვალთვალი: რას წარმოადგენდა სინამდვილეში "შტაზი", რომელიც თავზარს სცემდა სოციალიზმის "მტრებს"

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო, რომელსაც გასული საუკუნის მეორე ნახევარში "შტაზის" სახელით უფრო იცნობდნენ, 40 წელი სცემდა თავზარს სოციალიზმის "მტრებს" არა მხოლოდ აღმოსავლეთ გერმანიაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, რადგან პრაქტიკულად ერთპიროვნულად განსაზღვრავდა როგორც მოქალაქეების ბედს, ისე ქვეყნის პოლიტიკას.

მართალია, ბევრისთვის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახური ნაცისტურ გესტაპოსთან, მისი თანამშრომლები კი, დამთრგუნველ ტოტალურ კონტროლთან ასოცირდებოდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც საიდუმლო აგენტები იმ რომანტიკულ გმირებად ესახებოდათ, ვინც წლების მანძილზე მოხერხებულად აცურებდა მსოფლიოს უძლიერესი სპეცსამსახურების და პირველ რიგში, შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს საუკეთესო აგენტებს.