loader

"ერთი ადამიანიც თუ დარჩა დამონებული, ვერც დანარჩენები იქნებიან თავისუფალნი" - საინტერესო ფაქტები აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტ ჯონ კენედიზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი ადამიანიც თუ დარჩა დამონებული, ვერც დანარჩენები იქნებიან თავისუფალნი" - საინტერესო ფაქტები აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტ ჯონ კენედიზე

ინაუგურაციის დადგომამდე ერთი დღით ადრე დიდი თოვლი მოვიდა. ვაშინგტონის ქუჩებში მხოლოდ რამდენიმე მანქანა მოძრაობდა. პრეზიდენტობიდან გადამდგარი დვაით ეიზენჰაუერი იმ დროისათვის 70 წლის იყო, ჯონ კენედი კი - მხოლოდ 43-ის.

ის მე-20 საუკუნეში დაბადებული პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იყო. ჯონ კენედის ოჯახი მასაჩუსეტსის შტატიდან იყო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ძლიერ პოლიტიკურ ზეგავლენას ახდენდა. მიუხედავად ამისა, იგი სრულიად განსხვავებულ, ახალ სახეს წარმოადგენდა ამერიკის პოლიტიკაში.