loader

აზიელი მილიარდერის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი: როგორ აღნიშნა ინდოეთის ყველაზე მდიდარმა მამაკაცმა შვილის დაქორწინება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზიელი მილიარდერის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი: როგორ აღნიშნა ინდოეთის ყველაზე მდიდარმა მამაკაცმა შვილის დაქორწინება

ინ­დო­ეთ­ში ყვე­ლა­ზე მდი­დარ­მა ადა­მი­ან­მა, 61 წლის მუ­კეშ ამ­ბა­ნიმ, რომ­ლის ქო­ნე­ბა 41.5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა, მუმ­ბა­ი­ში მდე­ბა­რე 27-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ მორ­თო. "დე­ი­ლი მე­ი­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან სახ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის, იშა ამ­ბა­ნის ქორ­წი­ლის­თვის ასო­ბით სტუმ­რის გა­სა­მას­პინ­ძლებ­ლად მო­ამ­ზა­და.

27 წლის პა­ტარ­ძალს გა­ნათ­ლე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მან იელი და­ამ­თავ­რა. ამ­ბა­ნის რჩე­უ­ლი 33 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი ანანდ პი­რა­მა­ლია, რომ­ლის მამა, ასე­ვე, ინ­დო­ეთ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ვა.

მდიდ­რუ­ლი ქორ­წი­ლის­თვის მო­საწ­ვე­ვე­ბი სტუმ­რებ­მა Dolce & Gabbana-ს დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი მო­ოქ­რო­ვი­ლი ყუ­თე­ბით მი­ი­ღეს.

უშუ­ა­ლოდ სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი კი ან­ტი­ლა­ში, მუმ­ბა­ი­ში გა­ი­მარ­თე­ბა.