loader

Johnson & Johnson-ის საბავშვო ტალკში, 1970 წლიდან 2000 წლამდე, პერიოდულად ხვდებოდა აზბესტი, რომელსაც შეეძლო კიბოს პროვოცირება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Johnson & Johnson-ის საბავშვო ტალკში, 1970 წლიდან 2000 წლამდე, პერიოდულად ხვდებოდა აზბესტი, რომელსაც შეეძლო კიბოს პროვოცირება

ამერიკული კომპანია "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ინდოეთში მდებარე საწყობში ინდოეთის მონიტორინგის სამსაუხრის წარმომადგენლები შევიდნენ და კომპანიის მიერ წარმოებული პუდრიდან ნიმუშები აიღეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა რომ Johnson & Johnson მალავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სულ ცოტა 1970- წლიდან 2000 წლამდე საბავშვო ტალკში პერიოდულად ხვდებოდა აზბესტი, რომელსაც შეეძლო კიბოს პროვოცირება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 1970-იან წლებში Johnson & Johnson-მა პროდუქციის მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინა დასკვნა, სადაც ეწერა, რომ კომპანია არ იყენებდა მის პროდუქციაში შხამიან პროდუქტებს. თავად კომპანიაში ჟურნალისტების გამოძიებას ცალმხრივი და ყალბი უწოდეს.