loader

რას "გუგლავდნენ" საქართველოში 2018 წელს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას "გუგლავდნენ" საქართველოში 2018 წელს?

საქართველოში ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა, "გუგლის" საძიებო სისტემის მიხედვით, 2018 წელს სოციალურ ქსელ facebook-ს ეძებდნენ. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში facebook-ს ყველაზე ხშირად იანვარში "გუგლავდნენ".

facebook-ის შემდეგ ქართველები ყველაზე ხშირად Youtube-თ ინტერესდებოდნენ, რომელიც ასევე ყველაზე პოპულარული იანვარში იყო. ყველაზე "სერჩვად" სიტყვებს შორის მესამე ადგილზე კი თავად Google გავიდა. საქართველოს ინტერნეტმომხმარებლებში დიდი ინტერესით სარგებლობდა ასევე Translate და Adjaranet-ი.

თუმცა, ამ ტოპ "სერჩვადი" სიტყვების გარდა, 2018 წელს საქართველოს ინტერნეტ მომხმარებლებს შორის პოპულარული იყო ასევე თურქული სერიალი "ნაადრევი ფრინველი".