loader

რამდენ ხანს არის საშიში "ღორის გრიპით" დაავადებული ადამიანი გარშემომყოფებისთვის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენ ხანს არის საშიში "ღორის გრიპით" დაავადებული ადამიანი გარშემომყოფებისთვის?

"ღორის გრიპით" ინფიცირებისას დაავადების ფარული, ანუ ინკუბაციური პერიოდი არის 24-დან 48 საათამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებიდან დაავადების ნიშნების გამოვლინებამდე პერიოდი არის მაქსიმუმ 2 დღე. დაავადებული კი ეპიდემიოლოგიურად საშიში არის კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. რაც შეეხება ბავშვებს, აღმოჩნდა, რომ ისინი უფრო მეტხანს ინარჩუნებენ ინფექციის გავრცელების უნარს - გარშემომყოფთათვის ეპიდემიოლოგიურად საშიშნი ისინი 10 დღის განმავლობაში რჩებიან.

მედიკოსთა რჩევით, ამ ხნის განმავლობაში ყველა დაავადებული აუცილებელია, რომ დარჩეს სახლში.