loader

2100 წლისთვის ლონდონი, ნიუ-იორკი და შანხაი შესაძლოა, წყალმა დაფაროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2100 წლისთვის ლონდონი, ნიუ-იორკი და შანხაი შესაძლოა, წყალმა დაფაროს

მეცნიერები აცხადებენ, რომ ზღვის დონე დედამიწაზე იმაზე მეტად შეიძლება გაიზარდოს, ვიდრე ამას ამ დრომდე პროგნოზირებდნენ. ამის მიზეზად კი გრენლანდიისა და ანტარქტიკის დნობა სახელდება.

მეცნიერები 2100 წლისთვის ზღვის დონის 1 მეტრამდე ზრდას პროგნოზირებდნენ. ახალი კვლევით კი, რომელიც ექსპერტების მოსაზრებებს ეყრდნობა, ზღვის დონემ შესაძლოა 2 მეტრამდეც მიაღწიოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე ასობით მილიონი ადამიანი იძულებული გახდება საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს.