loader

“დაიწყო - რომ ვარ მახინჯი და გადაკეთებული, ლინზებში ვამპირს ვგავარ, ქალს შვილი რომ მოუკვდება, უნდა დაეტიოს თავის ადგილზე“ - მაია ასათიანი ემოციურ წერილს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დაიწყო - რომ ვარ მახინჯი და გადაკეთებული, ლინზებში ვამპირს ვგავარ, ქალს შვილი რომ მოუკვდება, უნდა დაეტიოს თავის ადგილზე“ - მაია ასათიანი ემოციურ წერილს აქვეყნებს


“დავდე ფოტო, სადაც ჩემი თავი მომწონს. თან ისე, უბრალოდ ვიკითხე, თქვენ რას ფიქრობთ-თქო და დაიწყო.
რომ ვარ მახინჯი და გადაკეთებული. რომ ლინზებში ვამპირს ვგავარ. რომ ჯობია ნაოჭები მქონდეს. რომ ძაღლს ბეწვი სცვივა და უნდა გავაგდო (ოღონდ დუდი რა შუაშია აქ). რომ ქალს შვილი რომ მოუკვდება, უნდა დაეტიოს თავის ადგილზე და დაიკიდოს, როგორ გამოიყურება. სუპერმაგალითი იმისა, რომ უცხოს აზრი საკუთარ თავზე არ უნდა ჰკითხო.

მე მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. არ მიყვარს ჩემი ნაოჭები. მიყვარს, როცა სარკეში ვიხედები და იქიდან ის ქალი მიყურებს, რომელიც მომწონს.
თქვენც იგივეს გისურვებთ. იმუშავეთ საკუთარ თავზე, გახდით ისეთი, როგორიც გინდათ, რომ იყოთ. და რაც მთავარია! ჰკითხეთ თქვენს თავს, რატომ იწვევს სხვა უცხო ადამიანის ფოტო (რომელიც შეიძლება გულწრფელად არ მოგწონდეთ და ეს ნორმალურია), ასეთ აგრესიას და გაღიზიანებას თქვენში!
გულწრფელად უპასუხეთ ამ კითხვას და შეცვალეთ, შეცვალეთ, შეცვალეთ დამოკიდებულება სამყაროს მიმართ!“ - წერს მაია ასათიანი.