loader

გერმანიაში კურდღლების სიმაღლეზე ხტომის შეჯიბრი გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიაში კურდღლების სიმაღლეზე ხტომის შეჯიბრი გაიმართა

გერმანიაში კურდღლების სიმაღლეზე ხტომის შეჯიბრი გაიმართა. ცხოველები ერთმანეთს სხვადასხვა ბარიერის გადალახვაში ეჯიბრებოდნენ.

ქალაქ ვაისენბურნ-ფორმ-ვალდში მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩავიდნენ ადამიანები და თან ყურცქვიტა ფუმფულა მეგობრები გაიყოლეს, რომლებიც 25-40 სმ სიმაღლის ბარიერების დასაძლევად 8 თვის განმავლობაში ემზადებოდნენ.

შეჯიბრი საკმაოდ ხალისიანი გამოდგა. ზოგიერთმა კურდღელმა ბარიერის დაძლევა რომ ვერ შეძლო, მათში გაძრომა სცადა და მოახერხა კიდეც.

"იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, კურდღელი გამუდმებით უნდა გაამხნევო. უნდა ესაუბრო როგორც ვარჯიშის დროს, ისე შეჯიბრის მიმდინარეობისას", - განაცხადა ჩემპიონატის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე