loader

18 წლის მომღერლის მიერ შესრულებული "Listen" და ფეხზე წამომდგარი ჟიური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

18 წლის მომღერლის მიერ შესრულებული "Listen" და ფეხზე წამომდგარი ჟიური

ამერიკაში პოპულარული მუსიკალური შოუს, "The Voice"-ს მესამე სეზონი დაიწყო. მცირედი ცვლილებაა შოუს ფორმატში, თუმცა ჟიური კვლავ იგივე დარჩა: Maroon 5-ის სოლისტი ადამ ლევინი, მუსიკოსი სი ლო გრინი, პოპმომღერალი ქრისტინა აგილერა და ქანთრის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი ბლეიკ შელტონი. შოუს ფორმატიდან გამომდინარე, ჟიურის წევრები კონკურსანტებს არა ვიზუალურად, არამედ ხმით აფასებენ. ისინი ზურგით არიან შებრუნებულები გამომსვლელებთან და თუ ჟიურის რომელიმე წევრს კონკურსანტი მოეწონება, იგი ღილაკს აჭერს და მხოლოდ ამის შემდეგ მას აქვს შესაძლებლობა, კონკურსანტი დაინახოს.

წარმოგიდგენთ 18 წლის კონკურსანტის, ტრევინ ჰანტის მიერ შესრულებულ ბიონსეს ჰიტს "Listen"-ს.